პარლამენტის წევრებმა ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად გამოცდების ჩატარებისთვის გამოყოფილი სივრცეები, ვიდეო მეთვალყურეობის კაბინეტი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი ოთახი დაათვალიერეს.
დეპუტატები საგამოცდო ცენტრში ახალგაზრდების რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ და აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვეს.ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან, ქალაქ ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე
ივანე მაისურაძესთან ერთად ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა მოინახულეს.
დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სკოლის ადმინისტრაციასთან და პედაგოგებთან ზოგადი განათლების რეფორმის და საგანმანათლებლო პროცესის საკითხებზე ისაუბრეს.