პარლამენტის წევრები ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ
ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავად მცხეთაში, ზაჰესის კაშხალზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ენერგეტიკის სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ და პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მიიღეს.
„ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ვულოცავ. ენერგეტიკა სტრატეგიული სექტორია და ის ქვეყნის ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეკონომიკური განვითარება დიდწილად არის დამოკიდებული, თუ როგორი პროექტები ხორციელდება ამ სექტორში. ენერგეტიკა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებს სექტორის განვითარებისა და გაძლიერებისთვის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.