1732791830
პარლამენტი
პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე გაუქმებულია
პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14:00 საათიდან, გაუქმებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამისად, პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ.