Loading data...
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები სომხეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდნენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და კომიტეტის წევრი ვახტანგ თურნავა სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

შეხვედრაზე მხარეებმა სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შრომისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით არსებულ საერთო გამოწვევებზე.

„შეხვედრაზე ერთმანეთს ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოცდილება გავუზიარეთ. განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ორივე ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების დონე. მინისტრმა საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2026 წელს სომხეთში გაიმართება. საქართველო მზად არის აქტიურად ჩაერთოს ფორუმის მუშაობაში და ღირსეულად წარდგეს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

შეხვედრას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი ესწრებოდა.