პარლამენტის ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა
საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე, საორგანიზაციო საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის წლიური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა წარმოადგინა, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული განრიგის თანახმად, პარლამენტის კომიტეტებში, 5-18 მაისს განიხილავენ.