Loading data...
ნინო წილოსანმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2024-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმაპროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2024-ისგამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი და წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

კონკურსის ფარგლებში დაწესებულ სპეციალური კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ.

აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის ჩართული. პარლამენტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა - გამარჯვებულს სსიპ კოლეჯმერმისსნინო წილოსანმა გადასცა.

„პარლამენტი მესამე წელია ამ დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას და ჩვენი ჯილდო შეეხება ინკლუზიურობას პროფესიულ განათლებაში. სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ისაა, რომ მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და გამოწვევები იყოს გათვალისწინებული. თავად პროფესიული განათლების როლი ეკონომიკისა და დასაქმების განვითარებაში განუზომელია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ირინე მარგიშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, „ათასწლეულის ფონდის“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსიათასწლეულის ფონდისორგანიზებითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.