Loading data...
ნინო წილოსანი უნგრეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა უნგრეთის ახლადდანიშნულ ელჩთან, პეტრა პონევაჩ-პანასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„პარლამენტი აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენელთან. უნგრეთის ახლადდანიშნული ელჩი გეგმავს, აქტიურად შეუწყოს ხელი როგორც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ბიზნესსა და საინვესტიციო შესაძლებლობების გათვალისწინებით საქართველოში დაინტერესებული ჯგუფების ჩამოყვანას.

შეხვედრისას ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და უნგრეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობასა და გაცვლითი ვიზიტების აუცილებლობაზე.

იმედი გვაქვს, რომ საერთო პოლიტიკური ღირებულებებისა და ფასეულობების გარდა ჩვენ წარმატებულად შესრულებული საქმეებიც დაგვაკავშირებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.