1771856092
პარლამენტი
ნინო წილოსანი ისრაელის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„ისრაელის ელჩი საქართველოში საქმიანობას რამდენიმე თვეა, შეუდგა. ის აქტიურად ეცნობა ქვეყნის საპარლამენტო წარმომადგენლობას. ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას.
მისი განცხადებით, ისრაელი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.