Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ვენაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი.

მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში გაიმართება.