Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე ჩილელ სენატორს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ჩილეს რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩილეს სენატის წევრს, როხო ედვარდს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, განიხილეს საქართველოსა და ჩილეს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა და პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

ნიკოლოზ სამხარაძემ სენატორს მადლობა გადაუხადა ჩილეს მხრიდან საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორ ქვეყანას საერთაშორისო პრობლემებზე, თითქმის ყველა საკითხთან მიმართებით, თანმხვედრი პოზიციები აქვს.