Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოსიპ ბრკიჩს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანა შორის არსებული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვან სფეროში, მათ შორის, საპარლამენტთაშირისო დონეზე პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

შეხვედრისას მიმოიხილეს დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ასევე, განიხილეს ევროპის უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი შედეგები.

ნიკოლოზ სამხარაძემ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ორი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, როგორც პოზიტიური გამოცდილება, ასევე არსებული გამოწვევები.