1793883894
პარლამენტი
მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ზოგადი განათლების სფეროში ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების საკითხზე ისაუბრეს.
ხაზგასმით აღინიშნა სკოლებში ექიმის როლი და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე საპილოტე პროგრამის, „ექიმის საათის“ მნიშვნელობა.
შეხვედრისას ისაუბრეს როგორც უსაფრთხო სკოლის, ასევე ონლაინ სივრცეში ძალადობის საკითხებზე.
ასევე, ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის საკითხზე.