Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გენდერულ და ინკლუზიის საკითხთა ანალიტიკოსს, ელიონორ ბენუას შეხვდა, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების მიზნით იმყოფება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოს, ქალების როლს პოლიტიკაში, მათ წარმომადგენლობას პოლიტიკურ პროცესებში და არსებულ გამოწვევებს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესები, ასევე მიმდინარე საარჩევნო კამპანია. ხაზი გაესვა არჩევნების პროცესზე დამკვირვებელთა ობიექტურობის მნიშვნელობას.