Loading data...
მაია ბითაძე რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო და წარმოადგენს რთულ საინჟინრო ნაგებობას. სრულად განახლდა ასევე რუსთაველზე მდებარე ქვედა სადგურის უნიკალური ინტერიერი.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარედ, 1 300 კვადრატული მეტრ ფართობზე გამწვანებული სივრცე - სკვერი მოაწყო.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია, ასევე, პროექტში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.