1744813174
პარლამენტი
ლევან მახაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ლევან მახაშვილი ახალგაზრდებს საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების ეტაპებზე ესაუბრა.
ასევე, მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ის შიდა და გარე ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მომავალი შეხვედრებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.