Loading data...
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ კრისტიან ტერეშს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ კრისტიან ტერეშს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

შეხვედრისას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, საქართველოსა და ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს შავი ზღვის პოტენციალზე „შუა დერეფნის“ დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

მხარეებმა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.