იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს ემატება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა.
გარდა ამისა, საჯარო სამსახურში მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის განხორციელებისათვის შექმნილ სხვა კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა არაანაზღაურებადი საქმიანობა აღარ ჩაითვლება თანამდებობრივ შეუთავსებლობად.
როგორც მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, მეორე მოსმენის ფარგლებში პროექტში ცვლილებები არ შესულა.
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
დღესვე, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტზე მესამე მოსმენით იმსჯელებს.