Loading data...
გივი მიქანაძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარია თეოდორუს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. მხარეებმა მეგობრობის ჯგუფის ფორმატში დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.

შეხვედრაზე საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტთან ახალშექმნილი მეგობრობის ჯგუფის ვიზიტთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხებზე ვისაუბრეთ. მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საპარლამენტო დიპლომატიისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.