გივი მიქანაძე გლდანის რაიონში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებს გაეცნო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრი, გლდანის რაიონის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონში საჯარო სკოლებს ეწვივნენ.
დეპუტატები 174-ე, 79-ე, 173-ე, 69-ე, 71-ე და 208-ე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრნენ, სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინეს.
გივი მიქანაძე და ვლადიმერ ბოჟაძე ასევე ეწვივნენ სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯს - „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს“, სადაც სტუდენტებისთვის კოლეჯში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ.
„გლდანის რაიონში გავეცანით სკოლების საჭიროებებს. არსებული გამოწვევების საპასუხოდ ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რომლებიც ხელს შეუწყობენ განათლებისთვის აუცილებელი გარემოს კიდევ უფრო დახვეწასა და გაუმჯობესებას. ამავდროულად, უზრუნველყოფენ მოსწავლეებისა და მასწავლებლების კეთილდღეობას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
გლდანის რაიონში გივი მიქანაძესთან და ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად იმყოფებოდნენ:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე,
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.3