Loading data...
გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს ჯოანა ბარტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის შესახებ ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება 1990-იან წლებში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ნეშტების გადმოსვენებისთვის ჩატარებულ საქმიანობაზე გამახვილდა.

გიორგი ვოლსკიმ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ, ამ მიმართულებით მასშტაბური საქმიანობისთვის, მადლიერება გამოხატა.

შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანნ მონტავონი დაესწრო, რომელიც წითელი ჯვრის საქართველოს ოფისს 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.