1770994440
პარლამენტი
გიორგი ვოლსკი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და კატარს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო როგორც მსოფლიოში, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს.