1770044772
პარლამენტი
გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარ თემას კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები. აღინიშნა კულტურის პოლიტიკის ფორმირებისა და განვითარების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა. ახალგაზრდებს, ინტერესის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ კულტურის კომიტეტის სხდომებს და უშუალოდ ჩაერთონ განხილვის პროცესში“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.