Loading data...
გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს გურამ ცერცვაძეს და გამგეობის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

„მხატვართა კავშირი რამდენიმე ათას ხელოვანს აერთიანებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ურთიერთობა. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ საკანონმდებლო კუთხით არსებულ ხარვეზებზე, არსებული პრობლემების გადაჭრისა და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობებზე“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.