Loading data...
გიორგი გაბუნია ბოლნისის ეპარქიას ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ბოლნისის ეპარქიას ეწვია და მთავარეპისკოპოსს, მეუფე ეფრემს (გამრეკელიძე) შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

გიორგი გაბუნია და მეუფე ეფრემი V საუკუნეში აგებულ ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარს ესტუმრნენ და უძველესი ძეგლის ამჟამინდელ მდგომარეობას გაეცნენ.

როგორც აღინიშნა, ისტორიული ძეგლი მზად არის სარესტავრაციო სამუშაოებისთვის.

გიორგი გაბუნია, ასევე, ეწვია XIII საუკუნის უნიკალურ გუმბათოვან ტაძარს, წუღრუღაშენს.

შეხვედრას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების დელეგატი, პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდა.