1775222682
პარლამენტი
გიორგი ჩაკვეტაძემ და ლიკა შარტავამ სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს შეხვდნენ და ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ ახალგაზრდებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმაზე. აღინიშნა განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაცია მიიღეს.