1761060100
პარლამენტი
გია ბენაშვილი ევროპარლამენტის წევრს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბენაშვილი ევროპარლამენტის წევრ კრისტიან ტერეშს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
გია ბენაშვილმა ევროპელ კოლეგას კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს როლზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო შავი ზღვის რეგიონში არსებულ სატრანსპორტო დერეფნებსა და ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალს.
მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.