ფრიდონ ინჯია ევროპარლამენტის წევრს შეხვდა
პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ევროპარლამენტის წევრს ონდრეი დოსტალს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს და ყურადღება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილეს.
ევროპარლამენტარის შეფასებით, ევროპის ქვეყნებმა და ევროპულმა ინსტიტუტებმა პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ არჩევანს. მისივე თქმით, სრულად იზიარებს და ეთანხმება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციას, რომელიც საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ გამოთქვა.
ონდრეი დოსტალმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ იზიარებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი შეფერხდება.
ფრიდონ ინჯიამ ევროპელ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.