Loading data...
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ანტონ ობოლაშვილის განმარტებით, იცვლება და ზუსტდება ტერმინ „ტურისტული გიდის“ განმარტება; მკვიდრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტები ტურიზმის სფეროში.

„იცვლება პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

მისი თქმით, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში სავალდებულო აკრედიტაციის ნაცვლად, პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ავტორიზაციას, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაცია განახორციელებს.

კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.