Loading data...
ბაია კვიციანმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წარმომადგენელსა და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრთან შეხვედრა გამართა

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ბაია კვიციანმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წარმომადგენელ აკიო აფუდასა და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრ სოფო კილაძესთან ონლაინშეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წინაშე საქართველოს მეხუთე და მეექვსე პერიოდული ანგარიშების წარდგენის პროცესი შეაჯამეს.

საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნული ანგარიშების წარდგენის გამოცდილება გაუზიარა.

ბაია კვიციანმა საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა ყურადღება საბჭოს მიერ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის აღსრულებაზე მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესების, აგრეთვე, ბავშვის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადების თვალსაზრისით.
სოფო კილაძემ საბჭოს გაძლიერების საჭიროებაზე, კერძოდ, საბჭოს წევრებისთვის ცნობიერების ამაღლების რეგულარული ღონისძიებების გამართვის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.

აკიო აფუდამთავის მხრივ საქართველოსადმი მხარდაჭერის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრაზე, ასევე გამოითქვა ინიციატივა, რომ საპარლამენტო საბჭო თავისი მისიის, ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებს სხვა ქვეყნებს, რამდენადაც ბავშვის უფლებათა დაცვის საპარლამენტო საბჭოების ფუნქციონირების პრაქტიკა მსოფლიოში გავრცელებული არ არის.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.