Loading data...
არმაზ ახვლედიანი: რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრები, რაც შექმნის გრძელვადიან, საფუძვლიან გარანტიას საქართველოს წარმატებული დემოკრატიზაციისთვის

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელოვანი ოფიცრებო, რიგითებო, ყველას გილოცავთ თქვენს დღეს - ამ დიდებულ დღესასწაულს. ცოტა მეგულება საქართველოში მოქალაქეთა ისეთი ნათელი ჯგუფი, თქვენსავით რომ ესმით მშვიდობის ფასი, დემოკრატიის ფასი, საქართველოს ევროპული მომავლის ფასი და პატრიოტობის ძალა“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველოს, მოსახლეობისა და სამხედროების დასაცავად, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერებული ტემპი.

„რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრები, რაც შექმნის გრძელვადიან, საფუძვლიან გარანტიას საქართველოს წარმატებული დემოკრატიზაციისთვის, დალხინებული ცხოვრებისთვის და ადამიანზე ორიენტირებული სამართლიანი სახელმწიფოს შექმნისთვის“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.