Loading data...
ალექსანდრე ტაბატაძემ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა.

„ვულოცავ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს ვეტერანის დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და ვაფასებდეთ ვეტერანებს, ვინაიდან ამ ხალხის დიდი წვლილია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიან და უსაფრთხო ქვეყანაში. ჩვენი ვეტერანების დაფასებით ხაზს ვუსვამთ მხედრული ვალის ღირსეულ როლს მომავალი თაობების ცნობიერებაში, რაც ქვეყნის სიძლიერის და განვითარების საწინდარია.

მინდა, მადლიერება გამოვხატო ვეტერანების მიმართ, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ქედს ვიხრი მათი დაღუპული თანამებრძოლებისა და ოჯახების წინაშე“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.