ალექსანდრე ტაბატაძე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, ვეისალ თიფიოღლუს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის გამორჩეულ მეგობრულ ურთიერთობას, რაც დადასტურებულია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობით. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა თურქეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოებსა და შესაბამის კომიტეტებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის და ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები – გია ბენაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე და კომიტეტის წევრი იოსებ ჯორბენაძე.