ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„დღეს მნიშვნელოვანი თარიღია, ათი წელი გავიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან. დღეს საქართველოს ჰყავს კარგად მომზადებული და აღჭურვილი, თანამედროვე ტიპის სპეცსამსახური, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც ეროვნული, ისე რეგიონული უსაფრთხოების მაღალ დონეს და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური მნიშვნელობის გამოწვევებთან ბრძოლის მიმართულებით, რაც არაერთხელ დაუფიქსირებიათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ოკუპაციის თანaმდევ პროცესებზე რეაგირების კუთხით. ის რომ, დღეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების პირობებში, ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარების სწრაფ ტემპს, მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა.
მინდა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სახელით მივულოცო პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას, ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა. ამასთანავე, ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული თანამშრომლების წინაშე“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.