1772183623
პარლამენტი
ალექსანდრე ტაბატაძე პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სახელით, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე გუშინ, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება, რომელსაც თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - მძღოლი, კაპრალ-სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე ემსხვერპლა.
ალექსანდრე ტაბატაძე ღრმა მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევის გამო და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სახელით, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.