Loading data...
ზოლტან კოვაჩი: არ გავხდებით უკრაინის კოლონია. სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მშვიდობა - აი, რას წარმოადგენს მშვიდობის მარში

ბუდაპეშტში „მშვიდობის მარში“ გაიმართა, რომელიც ქვეყნის პრემიერმა დააანონსა.

მსვლელობას სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი გამოეხმაურა.

„ეს არის ყველაზე დიდი მშვიდობის მარში, რაც დღემდე გამართულა. უნგრელები მკაფიო გზავნილს აგზავნიან: ჩვენ გვსურს მშვიდობა და არა ომი. ჩვენ არ ვიქნებით ჩათრეულები სხვის კონფლიქტში და არ გავხდებით უკრაინის კოლონია. სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მშვიდობა - აი, რას წარმოადგენს მშვიდობის მარში“, - წერს კოვაჩი.