1768565662
უცხოეთი
„ზოგიერთ საკითხში ჩვენ ერთ მხარეს არ ვართ“ - ზელენსკი მოლაპარაკებებში აშშ-ის პოზიციაზე
უკრაინამ „ძალიან კარგად ითანამშრომლა“ შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ზოგიერთ საკითხში ჩვენ უბრალოდ ერთ მხარეს არ ვართ. ეს გასაგებია, მე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავ. ჩემი აზრით, ულტიმატუმები დემოკრატიულ ურთიერთობებში არამოქმედი მოდელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავდროულად, პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ზელენსკის თქმით, ამჟამად ორ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს.