1770803001
უცხოეთი
ჟორდან ბარდელა აცხადებს, რომ არ სურს აშშ-მა, რუსეთმა ან ჩინეთმა ფრანგი ხალხისა და ევროპის მომავალი გადაწყვიტონ
საფრანგეთის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის ჟორდან ბარდელას განცხადებით, მას არ სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა ან ჩინეთმა ფრანგი ხალხის და ევროპის მომავალი გადაწყვიტონ.
„არ მსურს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ვლადიმერ პუტინის რუსეთმა ან ჩინეთმა ხვალ ან ზეგ ფრანგი ხალხის და ევროპის მომავალი განსაზღვრონ. ჩვენ დიდებული ერი ვართ“, - აცხადებს ბარდელა.