1747127688
უცხოეთი
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე სასამართლომ სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო და მას 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
დეპარდიე 2024 წლის აპრილში დააკავეს. ორმა ქალმა ის, გადაღების დროს, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
ჟერარ დეპარდიე სხვა სკანდალებითაც არის ცნობილი, 2013 წელს მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, რადგანაც „საფრანგეთში ძალზე ცუდი საგადასახადო სისტემაა“. დეპარდიე რამდენიმე წელი რუსეთის ქალაქ სარანსკში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა.