ჟენევაში სამმხრივ ფორმატში - უკრაინის, შეერთებული შტატების და რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო
ჟენევაში სამმხრივ ფორმატში შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო.
ვიწყებთ მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს სამმხრივ ფორმატში - უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი“, - აღნიშნა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის დელეგაციას, რომელიც ჟენევაში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა, შეუერთდნენ ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ევროპაში, ალექსუს გრინკევიჩი და არმიის მდივანი დენ დრისკოლი.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება. მან დასძინა, რომ მომლაპარაკებლები 18 თებერვალს, გააგრძელებენ მუშაობას და დასძინა, რომ დღევანდელი შეხვედრებიდან სიახლეებს არ უნდა ველოდოთ.