1771785578
უცხოეთი
ჟენევაში აშშ-ირანის მოლაპარაკებები 26 თებერვალს გაიმართება, რომელზეც ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის წინადადებას განიხილავენ
26 თებერვალს ჟენევაში აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაიმართება. ინფორმაციაზე Axios წერს.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრაზე ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის დეტალურ წინადადებას განიხილავენ.
აღმოჩნდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნული წინადადების მიღებას 24 თებერვლისთვის ელოდება.
ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა სავარაუდოდ უკანასკნელი შანსია, რომელსაც ტრამპი ირანს მისცემს აშშ-ისრაელის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ და ირანმა შესაძლოა, ასევე, განიხილონ დროებითი შეთანხმების შესაძლებლობა, ვიდრე ბირთვულ შეთანხმებაზე პროგრესს მიაღწევენ.