Loading data...
ჟენევაში აშშ-ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ირანისა და შეერთებული შტატების არაპირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. 

ირანულ მხარეს მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენს.

ამერიკელების მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.

მოლაპარაკებების მიზანი დიდი ხნის ბირთვული დავის მოგვარებაა.