Loading data...
ჟან-ნოელ ბარო: ნიკოლას მადუროს დაკავების სამხედრო ოპერაცია ეწინააღმდეგება ძალის გამოუყენებლობის პრინციპს, რომელიც საერთაშორისო სამართლის საფუძველს წარმოადგენს

„ნიკოლას მადუროს დაკავების სამხედრო ოპერაცია ეწინააღმდეგება ძალის გამოუყენებლობის პრინციპს, რომელიც საერთაშორისო სამართლის საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.

„ვენესუელელი ხალხისთვის ხელისუფლების მიტაცებითა და მათი ფუნდამენტური თავისუფლების აღკვეთით, ნიკოლას მადურომ უხეშად შელახა მათი ღირსება და თვითგამორკვევის უფლება. საფრანგეთი მუდმივად, მათ შორის მედიაციის გზით, მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემას, რომლის ხმაც უპირატესი უნდა იყოს.

ნიკოლას მადუროს დაკავების სამხედრო ოპერაცია ეწინააღმდეგება ძალის გამოუყენებლობის პრინციპს, რომელიც საერთაშორისო სამართლის საფუძველს წარმოადგენს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარედან ვერანაირი მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტა ვერ იქნება თავსმოხვეული და რომ მხოლოდ სუვერენული ხალხები წყვეტენ თავიანთ მომავალს.

ამ პრინციპის დარღვევათა მატებას იმ ერების მხრიდან, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მთავარი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მძიმე შედეგები მოჰყვება მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, რაც არავის დაზოგავს. ისტორიით განსწავლული საფრანგეთი ამისთვის ემზადება, თუმცა ამას ვერ შეეგუება. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას გაეროს წესდებისადმი, რომელიც მუდმივად და ყველგან უნდა წარმართავდეს სახელმწიფოების საერთაშორისო მოქმედებებს“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.