Loading data...
„ზეწოლა უნდა გაგრძელდეს“ - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობაზე დაიწყო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობა დაიწყო, რადგან კრემლი არ არის მზად მშვიდობიანად მოაგვაროს მის მიერ წამოწყებული აგრესია.

გერმანიის დედაქალაქში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, კერძოდ, თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს შეხვდა.

„ომებს ისინი აგებენ, ვისაც პირველი ფული ან ჯარისკაცები გამოელევა“, - განაცხადა კალასმა.

კალასის თქმით, სწორედ ამიტომ „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა სანქციების მეშვეობით“.

მან, ასევე, შეაქო აშშ-ის მთავრობის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული ბოლოდროინდელი სანქციების ზომები.

„სანქციები უკეთ მუშაობს, როდესაც მათ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაც ახლავს თან“, - განაცხადა კალასმა.