Loading data...
ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის დაძაბული შეხვედრა შედგა - Bloomberg

ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია მიმდინარეობს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის დაძაბული შეხვედრა შედგა. ინფორმაციას უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ნიუ-იორკში შეხვედრის დროს ზელენსკიმ და ფონ დერ ლაიენმა უკრაინისთვის ფინანსური და თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა. 

კერძოდ, უკრაინულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსეთის საჰაერო იერიშების შესაძლო გააქტიურებისა და რაკეტების დეფიციტის გამო.

საუბრისას, უკრაინულმა მხარემ აღშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ევროკავშირმა ორ რუს მილიარდერს სანქციები მოუხსნა. 

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ „ევროპა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად უფრო მეტ ძალისხმევას დებს, ვიდრე ოდესმე“.