Loading data...
ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის იონას გარ სტორეს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა.

უკრაინის ლიდერი ოსლოში ნორვეგიის მეფე ჰარალდის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.

„მისი თვითმფრინავი მოლდოვაში, აფრენის მომენტში, გადაურჩა დრონთან შეჯახებას. ეს არის ის რეალობა, რომელშიც მას ცხოვრება უწევს“, - განუცხადა სტორემ ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის დედაქალაქში 8 სექტემბრის საღამოს ჩაფრინდა.