Loading data...
ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოლქსა და პოკროვსკის მიმართულებით კრიტიკული სიტუაციაა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენება მოისმინა. 

ზელენსკის თქმით, ზაპოროჟიეს ოლქსა და პოკროვსკის მიმართულებით სიტუაცია ყველაზე კრიტიკულია.

„ამჟამად ყველაზე დიდი ყურადღება პოკროვსკის მიმართულებასა და ზაპოროჟიეს ოლქებს ეთმობა, სადაც რუსები თავდასხმების რაოდენობასა და მასშტაბს ზრდიან. სიტუაცია რთულია განსაკუთრებით ამინდის პირობების გამოც. კუპიანსკში სიტუაცია გარკვეულწილად უფრო მსუბუქია, ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ და ეს ტენდენცია უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.