ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია რუსეთთან და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა
უკრაინის დელეგაცია აბუ-დაბიში გაემგზავრა, სადაც 4 და 5 თებერვალს უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრების ახალი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინული გუნდი აგრძელებს ამერიკულ მხარესთან მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მშვიდობისთვის რეალური გადაწყვეტილებები გაფართოვდეს.
„დღეს ჩვენს დელეგაციასთან შეხვედრა გვქონდა - ბიჭები უკვე გზაში არიან. შეხვედრები ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მან დასძინა, რომ სამმხრივი ფორმატის გარდა, ორმხრივი მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთანაც გაიმართება.
„არის რაღაც, რაზეც შეიძლება შეთანხმება, არის შინაარსი, რომელიც შემდგომ მუშაობას მოითხოვს. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მზად ვართ. ოფიციალური პირები უკრაინის აღდგენასა და შემდგომ განვითარებაზე მუშაობენ და ჩვენი გუნდები აქტიურად არიან ჩართულნი ამ საკითხში“, - განაცხადა ზელენსკიმ.