1765904734
უცხოეთი
ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ფინანსური გამოწვევები აქვს, რუსულმა გაყინულმა აქტივებმა კი, შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნის მხარდაჭერის შემცირება დააბალანსოს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უკრაინა ფინანსურად სირთულეებს აწყდება და ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ჰააგაში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივების გამოყენება კიევს დაეხმარება, დააბალანსოს გარკვეული ხარისხით ზოგიერთი ქვეყნის მხარდაჭერის შემცირება.
„ამ მხარდაჭერის გარეშე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ძლიერი დავრჩეთ“, - აცხადებს ზელენსკი.