Loading data...
ზელენსკის განცხადებით, რუსეთსა და აშშ-ს შორის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ანტირუსული სანქციების შემსუბუქებაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება დაეხმაროს რუსეთს მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის აღდგენაში, ანტირუსუსლი სანქციების შესუსტებას ნიშნავს. 

ზელენსკის თქმით, ეს არის „პოზიციებისა და სანქციების შესუსტება“.

ამასთან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ ამ პუნქტის დეტალები არ იცის, რადგან უკრაინის წარმომადგენლები ამერიკულ-რუსულ შეხვედრას არ ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, 24 მარტს ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე აშშ და რუსეთი ასევე შავ ზღვაში ზავსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების აკრძალვაზე შეთანხმდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება რუსეთს მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის აღდგენაში, შეამცირებს საზღვაო დაზღვევის ხარჯებს და გააუმჯობესებს პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომას ასეთი ტრანზაქციებისთვის.