1767265739
უცხოეთი
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ახალი წლის ღამეს უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტია
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ახალი წლის ღამეს უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტიეს, მათი უმეტესობა კი ჩამოგდებულია.
მისივე თქმით, თავდასხმები განხორციელდა ვოლინის, როვნოს, ზაპოროჟიეს, ოდესის, სუმის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებზე, ხოლო დარტყმების სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული სექტორი იყო.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ახალი წლის ღამეს მიზანმიმართულად აწარმოებს ომს.